ისტორია
უძველეს ეთიოპიაში, ერთი მაღალი მთის ფერდობზე მწყემსი სახელად კალდი თავის ცხვრის ფარას აძოვებდა. მან შენიშნა, რომ ცხვრები განსაკუთრებით აქტიურები და ენერგიულები ხდებოდნენ მას მერე, რაც მოწითალო ფერის მარცვლებს ჭამდნენ იმ მცენარის ტოტებიდან, ჩვენ რომ ახლა ყავას ვუწოდებთ.
მწყემსმა რამოდენიმე მარცვალი თავადაც გასინჯა და კოფეინის არაჩვეულებრივი ზემოქმედების ქცეშ მოექცა. მან ამის შესახებ ადგილობრივ ბერებს უამბო. მათ მწყემსი გაკიცხეს და დატუქსეს კიდეც, თუმცა, მოგვიანებით სწორედ ბერებმა დაიწყეს ყავის მარცვლების აქტიური მოხმარება, მათი დახმარებით ისინი დილამდე აგრძელებდნენ ლოცვას, ისე, რომ დაღლილობას ვერ გრძნობდნენ.
ყავის სამშობლო სწორედ ეთიოპიაა. ყავის მარცვლებს უძველესი ეთიოპელები ცხოველურ ცხიმში ხვევდნენ და ხანგრძლივი ნადირობის, ლაშქრობებისა და ექსპედიციების დროს თან მიჰქონდათ, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება.
Sunday, December 9, 2012
მომზადების წესი
წესი პირველი: არ იყიდოთ დაფქვილი ყავა (მითუმეტეს დაფასოებული) კაცმა არ იცის რა ყრია შიგნით. უკეთესია თუ ყავას მომზადების წინ ჩამოფქვავთ.
წესი მეორე: ყავის ყიდვისას შეხედეთ რომ მარცვლები იყოს საღი.
წესი მესამე: არ მოადუღოთ ყავა ელექტრო მადუღარაში, ემალიროვან ჯეზვეში. არამედ ჯეზვე უნდა იყოს უკეთეს შემთხვევასი სპილენძის ან ალუმინის.ანდა სულაც ლითონის.
წესი მეოთხე: ჯეზვეში ჩაყარეთ ერთი კოვზი შაქარი და გააცხელეთ( თან ურიეთ რომ არ დაგეწვათ),ჩაამატეთ ერთი ყავის ჭიქიდან ერთი მესამედი წყალი (დანარჩენი მოიტოვეთ) და წამოადუღეთ . ამის შემდეგ ჩაამატეთ დანარჩენი წყალი და ერთი კოვზი ყავა . წამოსული ქაფი მოხადეთ.
წესი მეხუთე: გაითვალისწინეთ, რომ მომზადებისას ცეცხლი უნდა იყოს ძალიან დაბალი. და ჯეზვეში ყავა არ აგიდუღდეთ.
წყარო: khatianip.blogspot.com

სასარგებლო
ყავა ნამდვილად უნიკალური სასმელია. მეცნიერებმა დღემდე ვერ ახსნეს მისი საიდუმლო და ვერ დაადგინეს მისი თვისებები. კოფეინის გამოყენების სფერო მეტად დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ენერგეტიკის ყოველმხრივი შესწავლა.
ყავის არომატით ტკბებოდა კაცობრიობა უხსოვარი დროიდან. მრავალი ლეგენდის თანახმად ყავა პირველად მუჰამედმა დააგემოვნა, მისი მეშვეობით იგი მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
ყავა მეტად კაპრიზული სასმელია, თითოეულ ადამიანს უყალიბდება განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ. ყავა ყველას ჩუქნის თავის განუმეორებელ გემოს და არომატს, გვანებივრებს ჯიშების და მომზადების მეთოდების მრავალფეროვნებით. მისი ზემოქმედება ორგანიზმზე ინდივიდუალურია და ყოველთვის სასარგებლო არ არის. მკვლევარები უსასრულოდ კამათობენ ყავის სარგებლობა-ზიანის შესახებ, თუმცა ერთმნიშვნელოვან დასკვნამდე ჯერ არ მისულან.
ყავის ყველაზე აქტიური ელემენტია კოფეინი, რომელიც წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორს. კოფეინის შემცველი ყველაზე გავრცელებული პროდუქტებია- ყავა, შოკოლადი, კაკაო, ჩაი და კიდევ 60-მდე მცენარე. მას იყენებენ მსუბუქ სასმელებში, როგორიცაა კოკა-კოლა, პეპსი-კოლა, მადის და სიმხნევის მოსამატებელ სამკურნალო პრეპარატებში, ასევე გაცივებისას, ბრონქული ასთმისას.
რაშია საიდუმლო?
რატომ ვეჩვევით ყავას? ყველაზე გავრცელებული მოტივია- ყავის თვისება სწრაფად მოიყვანოს ადამიანი ტონუსში ძილის შემდეგ, აავსოს ენერგიით, გააძლიეროს აზრობრივი და ფიზიკური რეაქციები. ეს ეფექტი განპირობებულია ყავის ზემოქმედებით თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე. კოფეინის მოქმედებით ჰიპოფიზი იწყებს ჰორმონის გამოყოფას, რომელიც ხელს უწყობს ადრენალის გამომუშავებას. ადრენალი იწვევს გულის მუშაობის აჩქარებას, ღვიძლის მიერ სისხლში გლუკოზის მეტი რაოდენობით გამოყოფას, შესაბამისად ენერგიის გაზრდას. კოფეინი ავიწროვებს სისხლძარღვებს, ადუნებს სასუნთქ გზებს, რაც აადვილებს სუნთქვას და კუნთების შეკუმშვას. ამგვარად ფინჯანი ყავა ახდენს ორგანიზმის მობილიზებას აქტიური მოქმედებებისთვის მთელი დღის განმავლობაში.
თუმცა…
ყავას ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია. რაც განაპირობებს თუ ვინ სვამს ყავას, რა რაოდენობით და რამდენჯერ. ყავის მისაღები დოზა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. გთავაზობთ კოფეინის ადამიანზე ზემოქმედების სპექტრს და თავად განსაზღვრეთ რამდენი ფინჯანი უნდა მიირთვათ.
მომხრე: კოფეინი ეხმარება გონებრივი სამუშაოთი დაკავებულ ადამიანებს. იგი აღაგზნებს ტვინის უჯრედებს, ზრდის მათ მიმღეობას და განაწყობს მობილიზებული აზროვნებისკენ.
წინააღმდეგ: ჭარბი რაოდენობით მიღება იწვევს თავის ძლიერ ტკივილს, ნერვოზულობას, თავბრუსხვევას, შიშს და დაძაბულობას.
მომხრე: უკვე დამტკიცებულია, რომ ყავის რეგულარული მიღება (3-4 ჭიქა დღეში) ამცირებს ღვიძლის ცეროზის განვითარების ალბათობას ალკოჰოლის მომხმარებელთა შორის.
წინააღმდეგ: თუ ალკოჰოლს ყავას მიაყოლებთ, ალკოჰოლის მავნე ზემოქმედება ორგანიზმზე იზრდება.
მომხრე: ყავა მეტად სასარგებლოა დაბალწნევიანი ადამიანებისთვის.
წინააღმდეგ: ყავა და სიგარეტის მოწევა ერთდროულად, ზრდის ჰიპერტონიის განვითარების ალბათობას 35-60 %-ით.
მომხრე: ყავა დადებითად მოქმედებს კბილებზე, იცავს კარიესისგან, ეფექტურად იცავს პირის ღრუს მავნე ბაქტერიებისგან.
წინააღმდეგ: შესაძლოა კბილების სითეთრის დაკარგვა, რადგან ყავა დაცვასთან ერთად აყვითლებს მინანქარს.
მომხრე: კოფეინი ხელს უწყობს ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონის-სეროტონინის დაგროვებას.
წინააღმდეგ: მეცნიერები მსგავს მოქმედებას ნარკოტიკულს მიაკუთვნებენ. კოფეინის დეფიციტისას შესაძლოა განვითარდეს ნამდვილი დეპრესია.
მომხრე: ძალიან სასიამოვნო სიახლე: ყავა შეიცავს ვიტამინ pp და 300-მდე მინერალურ ნივთიერებას, მათ შორის ანტიოქსიდანტებს. და ეს ყველაფერი არ არის!
წინააღმდეგ: როგორც ყველა სტიმულატორს, ყავასაც გააჩნია უკუჩვენება. მისი მიღება არ შეიძლება საძილე და დამამშვიდებელ საშუალებებთან ერთად.
ფაქტები მთელი მსოფლიოდან
ინგლისელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ყავას აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი მხოლოდ ქალებისთვის. ცდებმა აჩვენა, რომ მამაკაცებზე კოფეინი მსგავს გავლენას არ ახდენს;
გერმანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიდი რაოდენობით კოფეინის მოხმარება თავიდან აცილებს გამელოტებას. ამასთან კოფეინი ამგვარად მოქმედებს გარეგნული მოხმარებისას. ექსპერტების მოსაზრებით, თმის სასურველის სიგრძის მისაღწევად საჭიროა დღეში 60-80 ფინჯანი ყავის შეზელვა!
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავა დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და ზრდის ბადურის მგრძნობელობას. სწორედ კოფეინი აიძულებს მას ინტენსიურად მოახდინოს რეაგირება გარემოზე.
კანადელი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კოფეინი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას ფიზიკური დატვირთვის მიმართ. ასევე ხელს უწყობს ცხიმის გარდაქმნას კუნთების საწვავად.
ლამაზები რომ ვიყოთ
ყავა შესანიშნავი საგემოვნო თვისებების გარდა შეიცავს ძვირფას კოსმეტიკურ ინგრედიენტებს. მასში შემავალი პინოლის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას, ხელს უშლის მის დაბერებას, ასევე გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ფოტოდაცვითი თვისებები. მსოფლიოში ცნობილი მარკები იყენებენ ყავის ამ თვისებას სახის ძვირფასი კრემების შესაქმნელად. კოფეინის ზემოქმედებით მკვრივდება კანი, იჭიმება სახის ოვალი და ნელდება დაბერების პროცესი.
კოფეინში შემავალი ბუნებრივი კომპონენტები ხელს უწყობს ტოქსინებისგან გათავისუფლებას, ააქტიურებს ცხიმების დაშლას, ამიტომ ანტიცელულიტური კრემების უმრავლესობა შეიცავს კოფეინს. ისინი შექმნილია განსაკუთრებული მწვანე ყავის საფუძველზე. ასევე იქმნება სპეციალური სურნელები კოფეინის არომატით, რადგან იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის არომატი ხელს უწყობს წონის შემცირებას ფსიქოლოგიურ დონეზე.
წყარო: greenmar.wordpress.com

საზიანო
დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია ცხოვრება ყავის გარეშე. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, ადამიანები წუთიერ დასვენებასა და დაღლილობის მოხსნას, სწორედ ყავის მიღებაში ხედავენ. არაერთხელ გვსმენია ყავის იმ უარყოფითი თვისებების შესახებაც, რასაც ის ადამიანის ორგანიზმში იწვევს.
ამის მიუხედავად, საზოგადოების დიდი ნაწილი არ ან ვერ ამბობს უარს ყავის მიღებაზე და ეს პროცესი, შესაძლოა, ზოგიერთისთვის დღის განმავლობაში სამჯერ, ოთხჯერ და ხშირ შემთხვევაში ხუთჯერაც კი მეორდებოდეს. ავსტრალიელმა მეცნიერებმა ყავის ერთ–ერთ უარყოფით თვისება გამოიკვლიეს: მისი გადაჭარბებული მოხმარება ჰალუცინაციებს იწვევს. აღნიშნული დასკვნა ავსტრალიის ლა ტრობეს უნივერსიტეტის მეცნიერმა გამოაქვეყნა.
კვლევის ავტორის, საიმონ კროუს განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დღეში 5 ფინჯან ყავას მიირთმევს, მას ამ სასმელის მიმართ დამოკიდებულება აქვს ჩამოყალიბებული. მეცნიერის განცხადებით, მატონიზირებული სასმელის მოყვარულებს, შესაძლოა, ჰალუცინაციები დაეწყოთ. ამასთან, მათ ვისაც ყავის სმის რიტუალი ძალიან იზიდავს, საკუთარ თავთან ლაპარაკიც სჩვევიათ.
„ყველაზე ნეგატიურ ეფექტს კი ადამიანი მაშინ წააწყდება, როდესაც ყავის დალევის სურვილი მას ძლიერი სტრესის შემდეგ გაუჩნდება. ფინჯან ყავის, სტრესისა და ნიკოტინის „ანსამბლი“ კი ადამიანის ფსიქიკაზე საბედისწერო ეფექტს ახდენს.“– აცხადებს მეცნიერი.
როგორც ექსპეტები აღნიშნავენ, ყავა არ არის დეპრესიული მომენტებისა და გაღიზიანებული ფსიქიკის მკურნალი. სპეციალისტები ერთხმად ამტკიცებენ, რომ სტრესის დროს ყავისა და თამბაქოს მიღება, კიდევ უფრო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.
ავსტრალიელი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში სტრესული სიტუაციების დროს ადამიანმა თავი სწორედ მატონიზირებული სასმელების მიღებისგან უნდა შეიკავოს. უარეს შემთხვევაში ყავამანის ნერვულ სისტემას შესაძლოა ფატალური დაღი დაესვას. ადამიანთა დიდმა ნაწილმა იცის ყავის უარყოფითი თვისებების შესახებ, თუმცა მის მიღებაზე უარს არ ამბობს. მეცნიერები ამის მიზეზსაც ხსნიან. ყავის მიღებისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები ნელ–ნელა ვითარდება ორგანიზმში და არ ახასიათებს რომელიმე ორგანოს ტკვილი.

Subscribe to:
Posts (Atom)